რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ჩვენი მთავარი მიზანია, შავი ზღვა მშვიდობის, წესრიგისა და თანამშრომლობის ზღვა იყოს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინელ კოლეგა ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იმედი აქვს, დონბასში მიმდინარე „შემაშფოთებელი“ მოვლენები რაც შეიძლება სწრაფად დასრულდება.

„ვიმედოვნებთ, რომ შემაშფოთებელი ესკალაცია, რომელიც ბოლო პერიოდში შეინიშნება, რაც შეიძლება მალე დასრულდება, ცეცხლის შეწყვეტა გაგრძელდება და კონფლიქტის მოგვარება მოხდება დიალოგის გზით მინსკის შეთანხმებების საფუძველზე. ჩვენ მზად ვართ უზრუნველვყოთ ნებისმიერი საჭირო დახმარება“, - აღნიშნა ერდოღანმა.

მისი თქმით, თურქეთს მშვიდობიანი შავი ზღვა სურს.

”ჩვენი მთავარი მიზანია, რომ შავი ზღვა კვლავ იყოს მშვიდობის, წესრიგის და თანამშრომლობის ზღვა”, - აღნიშნა ერდოღანმა.

მისი თქმით, თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„შეხვედრის დროს თურქეთმა მტკიცედ დაიცვა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი პრინციპული პოზიცია ყირიმის ანექსიის არაღიარების შესახებ”, - აღნიშნა ერდოღანმა.

პრესკონფერენციის შემდეგ, მხარეებმა გამოაქვეყნეს 20-პუნქტიანი ერთობლივი დეკლარაცია, სადაც აღნიშნულია, რომ ორ ქვეყანას შორის "სტრატეგიულ პარტნიორობას გააძლიერებენ".

„ანკარამ და კიევმა გადაწყვიტეს, გააძლიერონ ერთობლივი ძალისხმევა მხარეებს შორის თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაღრმავებისათვის ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმის, უსაფრთხოების, თავდაცვის ინდუსტრიის, მეცნიერების, განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროებში“, - აღნიშნულია დეკლარაციაში.

იხილეთ ვიდეო:რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ჩვენი მთავარი მიზანია, შავი ზღვა მშვიდობის, წესრიგისა და თანამშრომლობის ზღვა იყოს

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს