უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბი - რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა, გასულ დღე-ღამეში დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 10-ჯერ დაარღვიეს - დაიღუპა ერთი ჯარისკაცი

რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 10-ჯერ დაარღვიეს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის დილის მოხსენებაშია აღნიშნული.

„მტრის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად ერთმა სამხედრო მოსამსახურემ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო. დაიჭრა კიდევ ერთი ჯარისკაცი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომაროება საშუალო სიმძიმისაა“, - აღნიშნულია მოხსენებაში.

შტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი 82 მმ კალიბრის ნაღმმტყორცნებიდან, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან, ყუმბარმტყორცნებიდან და მცირეკალიბრიანი იარაღიდან გახსნეს.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებს უკრაინელმა ჯარისკაცებმა საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.

იხილეთ ვიდეო:უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბი - რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა, გასულ დღე-ღამეში დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 10-ჯერ დაარღვიეს - დაიღუპა ერთი ჯარისკაცი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს