ვაზიანის პოლიგონზე 43-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულის საველე სწავლება დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 მექანიზებული ბრიგადის 43-ე ქვეითი ბატალიონის „ალფა“ ასეულმა ასეულის დონის სიტუაციური საველე სწავლება დაასრულა. დასკვნითი შემაჯამებელი წვრთნები ვაზიანის პოლიგონზე საბრძოლო სროლებით განხორციელდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სწავლება ოთხ ფაზად ჩატარდა, რომელიც მომზადებას, გადაადგილებას, აღსრულებას, კონსოლიდაციასა და რეორგანიზაციას მოიცავდა. შემაჯამებელ წვრთნებში ტაქტიკური მარში, თავმოყრის რაიონის დაკავება, პირდაპირი და არაპირდაპირი ცეცხლის ინტეგრირება, ცეცხლით მხარდაჭერა, დაშავებულის ევაკუაცია და ჩასაფრება განხორციელდა.

სამინისტროს ცნობით, საბრძოლო სროლებში მონაწილეობა 43-ე ბატალიონის ალფა ასეულმა, სატანკო ოცეულმა, 82მმ ნაღმმტყორცნელთა ოცეულმა, ჰაერსაწინააღმდეგო ასეულმა, კავშირგაბმულობისა და სამედიცინო ჯგუფებმა მიიღეს.

ორკვირიანი წვრთნების მიზანი ქვედანაყოფში საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, საბრძოლო ელემენტების ურთიერთშერწყმა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა იყო.

იხილეთ ვიდეო:43-ე ბატალიონის "ალფა" ასეულის საველე სწავლება ვაზიანის პოლიგონზე

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს