მიანმარის ქალაქ ბაგოში გამართულ აქციას სულ მცირე 80 ადამიანი ემსხვერპლა

მიანმარის ქალაქ ბაგოში სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, რა დროსაც აქტივისტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის დაპირისპირება მოხდა.

BBC-ის ინფორმაციით, შეტაკებას სულ მცირე 80 ადამიანი ემსხვერპლა.

გამოცემა წერს, რომ ბოლო დროს უსაფრთხოების ძალები აქტივისტების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან. მიანმარში გამართულ აქციებს ჯამში სულ მცირე 600 ადამიანი ემსხვერპლა.

აშშ-მა და ევროკავშირმა მიანმარში სამხედრო გადატრიალებასთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესეს. ევროკავშირმა სამხედრო გენერალს, მინ ან ჰლაინს, 9 სამხედრო ოფიცერსა და საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს აქტივები გაუყინა და სავიზო შეზღუდვები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა კი სანქციები დაუწესა მიანმარის პოლიციის უფროსსა და არმიის სპეციალური ოპერაციების ხელმძღვანელს. მიანმარში საპროტესტო აქციები თებერვლის დასაწყისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ არ წყდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა