თურქეთში კორონავირუსის 52 676 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 248 ადამიანი

თურქეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 52 676 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ქვეყანაში ბოლო 24 საათში დაღუპულთა რიცხვი 248-ით გაიზარდა.

თურქეთში, საერთო ჯამში, კოვიდ 19-ის 3.79 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 33 702 ადამიანი.

ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 14 იანვარს დაიწყო და დღემდე ვაქცინის პირველი დოზა 10.8 მილიონ, ორივე დოზა კი - დაახლოებით 7.58 მილიონ ადამიანს აქვს გაკეთებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა