ჩინეთის ერთ-ერთ მაღაროში 21 ადამიანია ჩარჩენილი

ჩინეთის სინძიანის რეგიონში, ქვანახშირის მოპოვების ერთ-ერთი ობიექტი დაიტბორა, რის შედეგადაც 21 ადამიანი მაღაროშია ჩარჩენილი, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევის დროს ობიექტზე 29 მაღაროელი იმყოფებოდა და მაშველებმა ჯერჯერობით 8 მათგანის ამოყვანა შეძლეს.

ჩინეთის მაღაროები ფატალური შემთხვევების სიხშირით გამოირჩევა.

მიმდინარე წლის იანვარში, შანდონგის პროვინციაში მდებარე ოქროს მომპოვებელ მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად 10 მაღაროელი დაიღუპა. გასული წლის დეკემბერში კი ქალაქ ჩონგინის მაღაროში ჩარჩენილი 23 ადამიანი დაიღუპა.

იხილეთ ვიდეო:ჩინეთის ერთ-ერთ მაღაროში 21 ადამიანია ჩარჩენილი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს