ინდოეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 100 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს

ინდოეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 100 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს.

BBC წერს, რომ ინდოეთში 100 მილიონი ვაქცინაციის განხორციელება 85 დღეში შეძლეს, მაშინ როდესაც იმავე შედეგის მისაღებად აშშ-ს 89 დღე დასჭირდა, ჩინეთს კი - 102.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ივლისამდე ქვეყანაში 250 მილიონი ადამიანის ვაქცინაციაა დაგეგმილი.

Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს 154 ქვეყანაში ვაქცინების 768 მილიონი დოზა გამოიყენეს. დღეში ვაქცინაცია საშუალოდ 17.7 მილიონ ადამიანს უტარდება. პლატფორმის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის 54.4% ვაქცინის ორივე დოზით აიცრა. აშშ-ში ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის 21.3%-მა მიიღო, ევროკავშირში კი 5.8%-მა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა