მანფრედ ვებერი - პუტინმა უნდა იცოდეს თავისი ქმედებების ფასი

ევროპარლამენტში „ევროპის სახალხო პარტიის“ ფრაქციის თავმჯდომარე მანფრედ ვებერი მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის საზღვრებთან სიტუაცია გამწვავდება.

ვებერის თქმით, სანქციები შესაძლოა მოიცავდეს ისეთ ზომებს, როგორიცაა ოლიგარქების ანგარიშების გაყინვა და რუსეთის გამოთიშვა საერთაშორისო გადახდის სისტემა SWIFT-ისგან.

“ევროპის სახალხო პარტიის” ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა კრემლს უნდა აჩვენონ, თუ რა ელოდება რუსეთის ფედერაციას, თუ იგი გააგრძელებს სიტუაციის ესკალაციას ან ჯარების განლაგებას აღმოსავლეთ უკრაინაში.

„დოზირებული სანქციების დრო გავიდა. პუტინმა უნდა იცოდეს თავისი ქმედებების ფასი”, - აღნიშნა ვებერმა.

იხილეთ ვიდეო:მანფრედ ვებერი - პუტინმა უნდა იცოდეს თავისი ქმედებების ფასი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა