ირანში კორონავირუსით 258 ადამიანი გარდაიცვალა, რაც რეკორდული დღიური მაჩვენებელია დეკემბრის შემდეგ

ირანში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსს 258 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის 10 დეკემბრის შემდეგ, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ირანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ირანში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 21 063 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კოვიდ 19-ით ინფიცირების 2 070 141 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 64 490 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ცნობისათვის, გუშინ თეირანმა ქვეყნის უმეტეს ნაწილში 10-დღიანი „ლოქდაუნი“ დააწესა.

რამადანის თვის განმავლობაში, რომელიც ირანში ოთხშაბათს იწყება, ბიზნეს ობიექტები, სკოლები, თეატრები და სპორტული დაწესებულებები დახურული იქნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა