Reuters - ირანში ბირთვული ობიექტის ელექტროგანაწილების ქსელის პრობლემამ ინციდენტი გამოიწვია

ირანის ნატანცის ბირთვული ობიექტის ელექტროგანაწილების ქსელის პრობლემამ ინციდენტი გამოიწვია, - Reuters-ის ინფორმაციით ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

„ინციდენტს მსხვერპლი და დაბინძურება არ მოჰყოლია”, - განაცხადა „ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის“ პრესსპიკერმა ბეჰრუზ კამალვანდიმ.

მისივე თქმით, ინციდენტის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

ბირთვული ობიექტი, რომელიც ისპაჰანში, უდაბნოში მდებარეობს, არის ირანის ურანის გამდიდრების პროგრამის ცენტრი და მას გაეროს ბირთვული მაკონტროლებელი ორგანიზაციის, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, ინსპექტორები აკონტროლებენ.

აღნიშნულ ობიექტზე გასული წლის ივლისში ხანძარი მოხდა, რაც ირანის მთავრობამ საბოტაჟად შეაფასა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა