ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ჩინური წარმოების ვაქცინები დაბალეფექტურია

ჩინელი მაღალჩინოსანი, რომელიც სამედიცინო საკითხებზეა პასუხისმგებელი აღიარებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის ეფექტურობა დაბალია და მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს მათი კომბინირება ეფექტის ასამაღლებლად. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ხელმძღვანელმა გაო ფუმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ვაქცინები დაცვის ძალიან მაღალ დონეს არ გვთავაზობს.

„ახლა ოფიციალურად განიხილება საკითხი, უნდა გამოვიყენოთ თუ არა სხვადასხვა ტექნიკური წარმოების ვაქცინები იმუნიზაციისთვის“, - განაცხადა გაო ფუმ.

გამოცემის ინფორმაციით, ბრაზილიაში კლინიკურმა ცდებმა აჩვენა, რომ ჩინური ფარმაცევტული კომპანია „სინოვაკ ბიონტექის“ პრეპარატის ეფექტურობამ 50.4 % აჩვენა. ამავდროულად, თავად კომპანიის მონაცემებით, კოვიდ-19-ის მძიმე მიმდინარეობას პრეპარატი აღკვეთს 80- %-ით. სხვა ორი ვაქცინის ეფექტურობა, რომელსაც ჩინური კორპორაცია „სინოფარმი“ აწარმოებს, 79.3 და 72.5 %-ია. ჩინეთის ბიოფარმაცევტული გიგიანტის - CanSino -ს ვაქცინის მაჩვენებელი კი 65 %.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა