ირანი ნატანცის ბირთვულ ობიექტზე მომხდარ ინციდენტს ტერორისტულ აქტად აფასებს

ირანის ნატანცის ბირთვულ ობიექტზე მომხდარი ინციდენტი "ბირთვული ტერორიზმის" ქმედებით იყო გამოწვეული, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ალი აკბარ სალეჰიმ განაცხადა.

მისივე თქმით, თეირანი იტოვებს უფლებას, დამნაშავეების წინააღმდეგ იმოქმედოს.

"გმობს რა ამ საზიზღარ ნაბიჯს, ირანი ხაზს უსვამს, რომ საჭიროა, საერთაშორისო საზოგადოებამ და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ეს ბირთვული ტერორიზმი განიხილონ და ასევე, იტოვებს უფლებას, დამნაშავეების წინააღმდეგ იმოქმედოს,”- აღნიშნა სალეჰიმ.

მისი თქმით, ნატანცის ობიექტის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები აჩვენებს ირანის ინდუსტრიული და პოლიტიკური პროგრესის მოწინააღმდეგეების მარცხს, რომელთა მიზანი ირანის ბირთვული ინდუსტრიის განვითარებისთვის ხელის შეშლაა.

„მათი მიზნების ჩასაშლელად, რომლებიც ამ ტერორისტულ აქტს ხელმძღვანელობდნენ, ირანი განაგრძობს საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიის გაუმჯობესებას ერთი მხრივ და აშშ-ის მჩაგვრელი სანქციების მოხსნას მეორე მხრივ,” - აღნიშნა სალეჰიმ.

კვირას ცნობილი გახდა, რომ ირანის ნატანცის ბირთვული ობიექტის ელექტროგანაწილების ქსელის პრობლემამ ინციდენტი გამოიწვია. „ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის“ პრესსპიკერის ბეჰრუზ კამალვანდის თქმით, „ინციდენტს მსხვერპლი და დაბინძურება არ მოჰყოლია”.

ბირთვული ობიექტი, რომელიც ისპაჰანში, უდაბნოში მდებარეობს, არის ირანის ურანის გამდიდრების პროგრამის ცენტრი და მას გაეროს ბირთვული მაკონტროლებელი ორგანიზაციის, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, ინსპექტორები აკონტროლებენ.

აღნიშნულ ობიექტზე გასული წლის ივლისში ხანძარი მოხდა, რაც ირანის მთავრობამ საბოტაჟად შეაფასა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო