გერმანიის კანცლერობის კანდიდატს მმართველი ბლოკი  არმინ ლაშეტსა და მარკუს სოდერს შორის შეარჩევს

გერმანიის კანცლერის თანამდებობის დასაკავებლად ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის რეგიონის პრემიერ-მინისტრი არმინ ლაშეტი და ბავარიის რეგიონის პრემიერ-მინისტრი მარკუს სოდერი იბრძვიან, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გერმანიის მმართველმა „ქრისტიან-დემოკრატებისა“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ბლოკმა ანგელა მერკელის მემკვიდრის ასარჩევად შეხვედრა გამართა.

კანცლერობის მთავარი კანდიდატები არმინ ლაშეტი და მარკუს სოდერი არიან.

ლაშეტი, რომელსაც ანგელა მერკელის ფავორიტ კანდიდატად თვლიან, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ხელძღვანელი, სოდერი კი ბავარიის „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ხელმძღვანელია, რომელიც „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ უახლოესი პოლიტიკური მოკავშირეა.

”ორივემ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ”, - განაცხადა სოდერმა. მისი თქმით, დისკუსია ”არ იყო გადამწყვეტი”, რადგან ორივე კანდიდატი შესაფერისია.

სოდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ემყარება იმას, რაც ქვეყნისთვის საუკეთესოა და არა კანდიდატების ინდივიდუალურ ამბიციებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, არმინ ლაშეტმა თქვა, რომ ჯერჯერობით უცნობია, როდის მიიღებენ გადაწყვეტილებას მმართველ ბლოკში.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ „ქრისტიან-დემოკრატების კავშირის“ რეიტინგი შემცირებულია. პარტიამ მარტში რაინლანდ-პფალცისა და ბადენ-ვიურტემბერგის არჩევნებში ისტორიულად დაბალი შედეგები აჩვენა. ბლოკის პოპულარობა განსაკუთრებით დაზარალდა მას შემდეგ, რაც მისი რამდენიმე წევრი, ბუნდესტაგის დეპუტატები, კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების შემდეგ, იძულებული გახდა, გადამდგარიყო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა