ენტონი ბლინკენი და დომინიკ რააბი - მოსკოვმა აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო კონტიგენტის მობილიზაცია და წამქეზებლური რიტორიკა უნდა შეწყვიტოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ რააბი რუსეთს მოუწოდებენ, უკრაინის საზღვრებთან სამხედრო კონტიგენტის მობილიზაცია შეწყვიტოს.

”გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები მტკიცედ ეწინააღმდეგებიან რუსეთის მიერ უკრაინის დესტაბილიზაციის მიმართულებით განხორციელებულ კამპანიას, მე და სახელმწიფო მდივანი ბლინკენი შევთანხმდით, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა განმუხტოს სიტუაცია და შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები”, - განაცხადა რააბმა ენტონი ბლინკენთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ.

„უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა ურყევია,“- აღნიშნა მან.

თავის მხრივ, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სატელეფონო საუბრის დროს მხარეები „ ცალმხრივი რუსული პროვოკაციების ფონზე უკრაინის მიმართ მხარდაჭერის მნიშვნელობაზე შეთანხმდნენ.“

”ორივე დიპლომატმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მოსკოვმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს სამხედრო ძალების მობილიზება და წამქეზებლური რიტორიკა”, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს