კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით ინდოეთმა ბრაზილიას გადაუსწრო

ინდოეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 168 912 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 13.53 მილიონს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ამ მაჩვენებლით ინდოეთმა ბრაზილიას გადაუსწრო და კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით მეორე ქვეყანა გახდა მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ.

ამასთან, ინდოეთში, ბოლო 24 საათში, კოვიდ 19-ს კიდევ 904 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვი 170 179-მდე გაიზარდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს