დასავლეთ ავსტრალიას ტროპიკული შტორმი დაატყდა თავს, მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებენ

დასავლეთ ავსტრალიას ტროპიკულმა ციკლონმა „სეროჟამ“ გადაუარა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მესამე კატეგორიის ქარიშხალი, ქალაქ კალბარის მიმდებარე ტერიტორიას დაატყდა თავს და ქარის სიჩქარემ საათში 170 კმ-ს მიაღწია.

მოსახლეობის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაინგრა სახლები, წაიქცა ხეები და დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები.

მეტეოროლოგიის ბიუროს განცხადებით, ქარიშხალი შესუსტდა, თუმცა მისი გაძლიერება დღესაც მოსალოდნელია.

შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთის რამდენიმე ქალაქი კვლავ „წითელი განგაშის ქვეშ" რჩება, რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლას ურჩევს.

საგანგებო სიტუაციების სააგენტოები აცხადებენ, რომ ზარალის ზუსტი დათვლა ჯერჯერობით შეუძლებელია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა