დავით სერგეენკო - საკმარისი დრო გავიდა ევროკავშირის წარმომადგენლის შემოთავაზების შემდეგ და ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში უნდა ვიხილოთ საბოლოო გადაწყვეტილებები

ვფიქრობ, უახლოეს დღეებში უნდა ვიხილოთ საბოლოო გადაწყვეტილებები, როგორც პოზიციის, ასევე, ოპოზიციის მხრიდან, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რომ დღეისათვის ოპოზიცია პარლამენტში არ შედის, ეს უფრო „პოლიტიკური რევერანსებია" მათი მხრიდან, რადგან საერთაშორისო პარტნიორების მოწოდება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ცალსახაა.

„საკმარისი დრო გავიდა უკვე ევროკავშირის წარმომადგენლის შემოთავაზების შემდეგ და მე ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში უნდა ვიხილოთ საბოლოო გადაწყვეტილებები, როგორც პოზიციის, ასევე, ოპოზიციის მხრიდან. მე მართლაც მწამს, გულის სიღრმეში მჯერა და ჩემი დაკვირვებაც ეს არის, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს მართლაც, ქვეყნის ინტერესებისკენ მიმართული და არა პარტიული ინტერესებისკენ. ტენდენცია უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება მეტი ოპოზიციის წარმომადგენელი იყოს პარლამენტში,"- განაცხადა სერგეენკომ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა