დავით სერგეენკო - მსოფლიოში ვაქცინების ომია - საკითხი ჯანდაცვის სფეროს გასცდა და გახდა პოლიტიკური, ფინანსური, შეიძლება ნახევრად კრიმინალური სფეროს მოქმედების ქვეშ

ვაქცინების ომია, დიდი ინტერესების გადაკვეთა ხდება. ვაქცინების საკითხი ჯანდაცვის სფეროს გაცდა და უკვე გახდა პოლიტიკური, ფინანსური, შეიძლება, ნახევრად კრიმინალური სფეროს მოქმედების ქვეშ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით სერგეენკომ ჩინური ვაქცინის ეფექტურობასთან დაკავშირებით ჩინეთში გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, შესაძლოა, კონკურენციის გამო კონკურენტი კომპანიების მხრიდან ერთმანეთის პროდუქციის შავ პიართან გვქონდეს საქმე.

“დღეს, მსოფლიოში ვაქცინები არის ტოპ საკითხი, რაზეც მიდის მსჯელობა და არც თუ ისე მშვიდობიანი ურთიერთობები. შეგვიძლია, ამას ვაქცინების ომიც დავარქვათ. არცერთი სხვა სფერო - ენერგომატარებლებიდან დაწყებული და ძვირფასი მეტალებით დასრულებული, ისეთი ყურადღების ქვეშ არ არის, როგორც ვაქცინები. ამიტომ საქართველომ აირჩია ის გზა, რომ უსაფრთხოებისა და შედეგიანობის ყველაზე მაღალი დადასტურების შემდეგ დაიწყოს ამა თუ იმ სახის ვაქცინით მოსახლეობის აცრა. ჯანმო-ს პოზიციაა, რომ მან დადასტურება მხოლოდ ორ ვაქცინას მისცა, ჩინურ ვაქცინაზე კი განცხადება აქვს გაკეთებული, რომ მოსალოდნელია აპრილის ბოლოსკენ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს და წინასწარი მოცემულობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება. თუმცა, ჩემი აზრით, საბოლოო ვერდიქტს უნდა დაველოდოთ.

ჩემი აზრით, ეს ვაქცინების ომია, რადგან “ასტრაზენეკაზეც” ასე იყო. დიდი ინტერესების გადაკვეთა ხდება. ვაქცინების საკითხი ჯანდაცვის საკითხს გაცდა და უკვე გახდა პოლიტიკური, ფინანსური, შეიძლება, ნახევრად კრიმინალური სფეროს მოქმედების ქვეშ. ყველაზე რბილი ნათქვამი ალბათ, ეს არის, რომ კონკურენციის გამო შეიძლება მიდიოდეს კონკურენტი კომპანიების მიერ ერთმანეთის პროდუქციის დაკნინება და შავი პიარი,” - განაცხადა სერგეენკომ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა