დღეის მდგომარეობით, კორონავირუსით 7 დეპუტატია ინფიცირებული

დღეის მდგომარეობით, კორონავირუსით საქართველოს პარლამენტის ჯამში, 7 დეპუტატია ინფიცირებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის შემდეგ, კორონავირუსი საპარლამენტო უმრავლესობის სხვა დეპუტატებსაც დაუდასტურდათ.

„კოვიდინფიცირებულები არიან: მამუკა მდინარაძე, ნოდარ ტურძელაძე, ირაკლი ზარქუა, ბექა დავითულიანი, მაია მენაღარიშვილი, ირაკლი მეძმარიაშვილი და მიხეილ დაუშვილი. ყველა მათგანი სახლში მკურნალობს და თავს კარგად გრძნობს,“ - განაცხადეს პარლამენტის პრესსამსახურში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა