გერმანიაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა

გერმანიაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 13 245 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 3 011 513-ს მიაღწია, - შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს კიდევ 99 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 78 452-ს მიაღწია.

გერმანიის ჯანდაცვის ხელისუფლების წარმომადგენლებმა პარასკევს განაცხადეს, რომ შეზღუდვების გამკაცრების გარეშე ქვეყნის საავადმყოფოები შეიძლება გადაიტვირთოს.

კანცლერმა ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ იგი აპირებს ახალი კანონების შემოღებას, იმისთვის, რომ ფედერალური მთავრობის დონეზე ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვების დაწესება გაადვილდეს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო