დაცული ტერიტორიების რეინჯერი გიორგი აბრამიშვილი მსოფლიოს 10 საუკეთესო რეინჯერს შორის მოხვდა

ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიის უფროს რეინჯერს, გიორგი აბრამიშვილს, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმა (IUCN) და დაცული ტერიტორიების მსოფლიო კომისიამ „საერთაშორისო რეინჯერთა ჯილდო“ გადასცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, გიორგი აბრამიშვილი 17 წელია საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე უნიკალურ, ბუნებრივ მემკვიდრეობას იცავს.

„თავდადებული შრომით, გამოწვევებთან და რისკებთან გამკლავების უნარით, კრიზისული სიტუაციების მართვისას ლიდერული უნარ-ჩვევებით გამორჩეულმა ქართველმა რეინჯერმა ღირსეული გამარჯვება მოიპოვა.

„საერთაშორისო რეინჯერთა ჯილდო“ IUCN-ისა და დაცული ტერიტორიების მსოფლიო კომისიის მიერ, მსოფლიო რეინჯერთა ფედერაციის, Global Wildlife Conservation და Conservation Allies-თან კოლაბორაციის შედეგად დაფუძნებული დაჯილდოებაა. ნომინაცია მიზნად ისახავს რეინჯერთა უნიკალური ისტორიების გაზიარებას და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას“,-აღნიშნულია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა