Bloomberg - მსოფლიოში ვაქცინების 781 მილიონამდე დოზაა გამოყენებული, რაც პლანეტის მოსახლეობის 5%-ის ვაქცინაციისთვისაა საკმარისი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 154 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 781 მილიონამდე დოზაა გამოყენებული, რაც პლანეტის მოსახლეობის 5%-ის ვაქცინაციისთვისაა საკმარისი - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

პლატფორმის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 17.9 მილიონ ადამიანს უტარდება. ვაქცინების ყველაზე მეტი - 187 მილიონი დოზა აშშ-შია გამოყენებული. ქვეყანაში დღეში საშუალოდ 3 მილიონი ვაქცინა კეთდება. ჩინეთში ვაქცინაცია 164 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა, ინდოეთში 104 მილიონს, ევროკავშირში კი 93 მილიონი ადამიანი აიცრა. Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის 54.4% ვაქცინის ორივე დოზით აიცრა. აშშ-ში ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის 21.9%-მა მიიღო. ისრაელსა და აშშ-ს ჩილე, მაროკო და გაერთიანებული სამეფო მოჰყვებიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა