სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 510 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 18 პაციენტი გარდაიცვალა

სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 510 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კოვიდ 19-ს 18 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 203 327 შემთხვევაა დადასტურებული. სომხეთში დღემდე ვირუსს 3 753 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 182 836-ია.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა