მიხეილ სარჯველაძე სანქციებთან დაკავშირებით კითხვაზე - მოვლენების ასეთი დრამატული განვითარება მოსალოდნელი არ არის და საამისოდ არ არსებობს წინაპირობები

მოვლენების ასეთი დრამატული განვითარება მოსალოდნელი არ არის და საამისოდ არ არსებობს წინაპირობები,- ასე პასუხობს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტების კითხვას, გააფრთხილეს თუ არა ელჩებმა ხელისუფლება შეუთანხმებლობის შემთხვევაში მოსალოდნელ სანქციებთან დაკავშირებით.

სარჯველაძის თქმით, მოლაპარაკებების გაგრძელება არ ნიშნავს იმას, რომ „რომელიმე მხარის მიმართ და მითუმეტეს ხელისუფლების მიმართ ასეთი კატეგორიული ტონი არსებობდეს".

მისივე თქმით, ოპოზიციაში არიან პოლიტიკური ძალები, ვისაც მოლაპარაკების შედეგით დასრულება არ სურთ, თუმცა, მისი შედეგიანად დასრულების იმედი არსებობს.

„რა თქმა უნდა, იმედიანად ვართ განწყობილნი და სხვადასხვა ხარისხის არის ეს იმედი იმის მიხედვით, თუ ვისზე ვსაუბრობთ ოპოზიციის რიგებში. ყველას ერთნაირი მზაობა, რომ მოლაპარაკებები შედეგიანად დასრულდეს, სამწუხაროდ არ აქვს. თუმცა, არსებობს იმედის ქონის საფუძველი, რომ მოლაპარაკებები შედეგიანი შეიძლება აღმოჩნდეს. ალბათ, ეს არის მიზეზი, რის გამოც ასევე იმედიანად არიან განწყობილნი ელჩები, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა პარტნიორები და გვესაუბრებიან იმასთან დაკავშირებით, რომ სასურველია გადაიდგას ნაბიჯები მოლაპარაკებების შედეგიანად დასრულებისთვის,"- განაცხადა სარჯველაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა