ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ნატანცის ბირთვულ ობიექტზე მომხდარ ინციდენტში ისრაელს ადანაშაულებს

ირანი ნატანცის ბირთვულ ობიექტზე მომხდარ ინციდენტში ისრაელს ადანაშაულებს, - მედიის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა გააკეთა.

„სიონისტებს სანქციების მოხსნის გზაზე ჩვენი პროგრესის გამო შურისძიება სურთ. მათ საჯაროდ თქვეს, რომ ამას არ დაუშვებენ. მაგრამ ჩვენ ამის გამო შურს ვიძიებთ,“- აღნიშნა ზარიფმა.

ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა საიდ ხატიბზადემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატანცის ინციდენტი „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებად” შეიძლება ჩაითვალოს.

„ჩვენი ბირთვული ექსპერტები აფასებენ მიყენებულ ზარალს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ირანი ნატანცის ურანის გამამდიდრებელ დაზიანებულ ცენტრიფუგებს წარმატებით შეცვლის”, - აღნიშნა ხატიბზადემ.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ირანის ნატანცის ბირთვული ობიექტის ელექტროგანაწილების ქსელის პრობლემამ ინციდენტი გამოიწვია. „ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის“ პრესსპიკერის ბეჰრუზ კამალვანდის თქმით, „ინციდენტს მსხვერპლი და დაბინძურება არ მოჰყოლია”.

ბირთვული ობიექტი, რომელიც ისპაჰანში, უდაბნოში მდებარეობს, არის ირანის ურანის გამდიდრების პროგრამის ცენტრი და მას გაეროს ბირთვული მაკონტროლებელი ორგანიზაციის, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, ინსპექტორები აკონტროლებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა