„თიბისი ბიზნესი“ - „თიბისი ბიზნესის“ მხარდაჭერით „წიგნის სივრცის“ ლიტერატურა კიდევ უფრო მეტმა მკითხველმა გაიცნო

„თიბისი ბიზნესის“ მხარდაჭერით „წიგნის სივრცის“ ლიტერატურა კიდევ უფრო მეტმა მკითხველმა გაიცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი ბიზნესი“ ავრცელებს.

როგორც წიგნის მაღაზია „წიგნის სივრცის“ (Bookspace) დამფუძნებელი ნათია ლურსმანაშვილი აცხადებს, „კლიენტებთან სწორი და გულწრფელი ურთიერთობა ნებისმიერი ბიზნესის წარმატების საფუძველია“.

„განსაკუთრებით, როცა საქმე წიგნის სფეროს ეხება, შენი წიგნები კი მასობრივ მკითხველზე არაა გათვლილი“, - აცხადებს ლურსმანაშვილი.

„თიბისი ბიზნესის“ ინფორმაციით, Bookspace დამოუკიდებელი წიგნის მაღაზიაა, ანუ არ ეკუთვნის არცერთ საგამომცემლო ჯგუფს და საკუთარი წიგნის პოლიტიკა აქვს.

„2019 წელს დაფუძნებული წიგნის მაღაზიის კატალოგი საგრძნობლად განსხვავდება სხვა მსგავსი სივრცეებისაგან. აქ მკითხველს შეუძლია ისეთი გამოცემების შეძენა, რომლებიც სპეციფიკური ინტერესების ადამიანებისთვისაა განკუთვნილი და სხვა წიგნის მაღაზიების თაროებზე არ დევს. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიისა და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის გამოცემებს, ისევე, როგორც სხვა პატარა, კონკრეტული მიმართულებების გამომცემლობების ლიტერატურას, მაგალითად, ფემინისტურ ლიტერატურას, Bookspace-ში იოლად მიაგნებთ. მაღაზია ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქართველი ილუსტრატორების პოპულარიზაციას. ქართველი მხატვრების მიერ დასურათებულ საბავშვო წიგებს მაღაზიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. სახელოვნებო წიგნები კი, კიდევ ერთი მიმართულებაა, რომლის განვითარებაც Bookspace-ის პრიორიტეტია, რადგან ქართულ ბაზარზე მსგავსი ლიტერატურა ძალზე მწირია. მაღაზიის გამორჩეულობიდან გამომდინარე, მისი სტუმრებიც იმაზე მომთხოვნები არიან, ვიდრე მეინსტრიმული ლიტერატურის მკითხველები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ასეთ დროს მუდმივ მკითხველებთან, მაღაზიის მუდმივ სტუმრებთან ინდივიდუალურ კონსულტაციებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ნდობა შეიძლება პროდუქციისა და მომსახურების ხარისხით მოიპოვო, მაგრამ კლიენტის დარწმუნება, შენს, როგორც წიგნის მიმწოდებლის, გემოვნებას ენდოს, ერთიორად რთულია“, - აცხადებს ლურსმანაშვილი.

„თიბისი ბიზნესის“ ინფორმაციით, სწორედ ეს მოახერხა Bookspace-მა. აღმოჩნდა, რომ ონლაინ კონსულტაციები გაცილებით ეფექტურია. როცა პანდემიის გამო მაღაზიის დახურვა გარდაუვალი გახდა, დაიწყო ალტერნატიული გზების ძიება და სწორედ აქ აღმოჩნდა, რომ ეს მაღაზიის არეალის გაფართოების შესაძლებლობა უფრო იყო, ვიდრე დაბრკოლება. თავდაპირველად წიგნებს ფეისბუქის მეშვეობით ყიდდნენ, მალევე კი თიბისი ბიზნესის შეთავაზების შესახებ გაიგეს და ონლაინ მაღაზიის გამართვაც დაიწყო. ამ პროცესმა, წიგნის მაღაზიის სპეციფიკიდან გამომდინარე, ორ თვეს გასტანა, მაგრამ შედეგი გაწეულ შრომად ღირდა. ონლაინ გაყიდვებმა რეალურ გაყიდვებს გადააჭარბა. b2c-ის წყალობით მაღაზიის ცნობადობა საგრძნობლად გაიზარდა და აღმოჩნდა, რომ Bookspace-ის წიგნებზე მოთხოვნა რეგიონებშიც საკმაოდ დიდია. სწორედ რეგიონების დაფარვაა Bookspace-ის სამომავლო გეგმაში, მას მერე რაც საკურიერო მიწოდების სერვისი შედარებით გაიმართება.

„ბიზნესის მხარდაჭერისთვის შექმნილი ეს პროექტი მიზნად ისახავს, დაეხმაროს ბიზნესებს ციფრულ ტრანსფორმაციაში, განსაკუთრებით პანდემიის გამო შექმნილ გამოწვევებთან გამკლავებაში. ონლაინ მაღაზიების საშუალებით ისინი შეძლებენ გაყიდვების ახალი არხების ათვისებას, რაც დისტანციურად დააკავშირებთ მათ მომხმარებლებთან“, - აცხადებს თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიდერი ნათია ვაჭარაძე.

პროექტი „შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზია“ თიბისის და VISA-ს ერთობლივი წამოწყებაა და ის ბიზნესებისთვის ელექტრონულ კომერციის გამართვაში მხარდაჭერას მოიცავს.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ბინა გათამაშდა
კარაგანდაში შპს „ქაზ კარბონის“კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა