ჩინეთის CDC-ის დირექტორი სრულ გაუგებრობას უწოდებს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან აღიარა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ჩინურ ვაქცინას დაცვის დაბალი მაჩვენებელი აქვს

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ზოგიერთი მედიასაშუალებისა და უცხოური სოციალური მედიაპლატფორმების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს მან აღიარა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების ვაქცინას დაცვის დაბალი მაჩვენებელი აქვს, უარყოფს.

მისი თქმით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სრული გაუგებრობა იყო.

„გლობალ თაიმსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი გაო ფუ ამბობს, რომ მსოფლიოში მეცნიერები ვაქცინის ეფექტურობაზე მსჯელობენ და მან მეცნიერებს შესთავაზა სამეცნიერო ხედვა, რომ ეფექტურობის გასაუმჯობესებლად, ვაქცინაციის პროცედურების კორექტირება და სხვადასხვა ტიპის ვაქცინების თანმიმდევრული დათესვა და კვლევა შეიძლება იყოს ერთ-ერთი გამოსავალი.

„მსოფლიოში ყველა ვაქცინის დაცვის მაჩვენებლები ზოგჯერ მაღალია და ზოგჯერ დაბალი. როგორ გავაუმჯობესოთ მათი ეფექტურობა, ეს არის ის საკითხი, რომელიც უნდა განიხილონ მსოფლიოს მეცნიერებმა. ამ თვალსაზრისით, მე ვფიქრობ, რომ შეგვიძლია განვიხილოთ ვაქცინაციის პროცესის კორექტირება, როგორიც არის დოზების რაოდენობა, ინტერვალები და თანმიმდევრული მიღება“, - განაცხადა ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა.

გაო ფუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რადგან პირველად ხვდება ადამიანი COVID-19-ს, როცა საქმე ვაქცინაციას ეხება, ბევრი სამეცნიერო პრობლემაა შესასწავლი.

„ასევე პირველი შემთხვევაა, როცა ადამიანები აიცრნენ ახალი კორონავირუსის ვაქცინით. ვაქცინაციის ყველა პროცედურა, რომელიც დღემდე მივიღეთ, ეფუძნებოდა სხვა ვირუსის ვაქცინების ინოკულაციის წინა ექსტრაპოლაციებს და ამ ექსტრაპოლაციამ საკმაოდ კარგად იმუშავა, მაგრამ მომავალში, თუ გაუმჯობესება დაგვჭირდება, შეგვიძლია კორექტირება მოვახდინოთ ახალი კორონავირუსის მახასიათებლებზე და ვაქცინაციის მდგომარეობაზე“, - განაცხადა გაო ფუმ.

„თუ ვაქცინის შემუშავების ტრადიციულ გზას გავყვებოდით, ვაქცინა ერთ წელიწადში არ გვექნებოდა, მაგრამ მთელ მსოფლიოში მეცნიერებმა COVID-19-ის ვაქცინები შეიმუშავეს რამდენიმე თვის განმავლობაში, რაც მსოფლიოში პირველად ხდება. არსებობს მრავალი სამეცნიერო კითხვა, რომელთა გადაჭრაც აუცილებელია”, - აღნიშნა გაო ფუმ.

„ჯანმო-ს მოთხოვნა COVID-19 ვაქცინის ეფექტურობაზე 50 პროცენტი ან მეტია, მსოფლიოში ვაქცინების უმეტესობისთვის კვალიფიციური ბარიერი კი, რომლის დაახლოებით 70 პროცენტია. ჩინეთმა გამოაქვეყნა სახელმძღვანელო პრინციპების პირველი გამოცემა COVID-19-ის ვაქცინაციის შესახებ და ამჟამად ეს საუკეთესო მეთოდია“, - განაცხადა ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა