აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობასთან დაპირისპირებისას 6 ადამიანია დაკავებული

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობასთან აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირებისას 6 ადამიანია დაკავებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აქტივისტები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული.

ცნობისთვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობასთან მისული აქტივისტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელებისთვის 5-დღიანი საკარანტინო რეჟიმის მოხსნას ითხოვდნენ. ამასთანავე, პროტესტის მონაწილეებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან სურდათ შეხვედრა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა