თურქეთმა თავდაცვის ძალებს ახალი სპეციალური ტექნიკა გადასცა

თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის ძალებს, მარნეულის აეროდრომის მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა სახის სპეციალური ტექნიკა გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტექნიკის გადაცემა თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელმოწერილი „სამხედრო ფინანსურ სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულების“ ფარგლებში განხორციელდა.

უწყების ინფორმაციით, ახალი სატრანსპორტო და დამხმარე სააეროდრომო საშუალებების გადაცემის ოფიციალური ღონისძიება მარნეულში, შერეული საავიაციო ესკადრილიის ბაზაზე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი, თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდალი პოლკოვნიკი სერგო ნინუა და თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშე და ატაშატის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ცერემონიის ფარგლებში, მიღება-ჩაბარების აქტს საქართველოს მხრიდან თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალმა პოლკოვნიკმა სერგო ნინუამ, ხოლო თურქეთის მხრიდან - სამხედრო ატაშემ, პოლკოვნიკმა ბურაქ ალთინერმა მოაწერეს ხელი.

საქართველო და თურქეთი თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მრავალი წელია მჭიდროდ და წარმატებით თანამშრომლობენ.

„დღეს, თავდაცვის მინისტრთან, ჩემს მეგობარ ჯუანშერთან ერთად დავესწარი სიმბოლურ ცერმონიას, რომლის ფარგლებში თურქულმა მხარემ საქართველოს თავდაცვის ძალებს მარნეულის ბაზაზე სხვადასხვა სახის ტექნიკური საშუალებები და ორი მიკროავტობუსი გადასცა. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს საჰაერო ძალების შესაძლებლობები უნდა განვითარდეს, გაძლიერდეს და მხარდაჭერილი იყოს. მოუთმენლად ველით ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას.“- განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა