აშშ-ში სამართალდამცავების მიერ შავკანიანი მამაკაცის მკვლელობის გასაპროტესტებლად შეკრებილ მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

აშშ-ში, მინესოტას შტატის ქალაქ ბრუკლინის ცენტრში პოლიციელის მიერ ახალგაზრდა შავკანიანი მამაკაცის მკვლელობა ასობით ადამიანმა გააპროტესტა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, საპროტესტო აქცია სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა და აქციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

მომიტინგეებმა ტროტუარებზე ცარცებით სხვადასხვა წარწერები გააკეთეს და სანთლები დაანთეს. მოგვიანებით პოლიციამ მათ დაშლა უბრძანა, თუმცა შეკრებილები არ დაემორჩილნენ, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და მანათობელი ყუმბარები გამოიყენეს.

ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქში მოროდიორობის ფაქტები მოხდა. ქალაქის მერმა მაიკ ელიოტმა ღამის „კომენდანტის საათი“ დააწესა. ქალაქში დღეს სკოლები დახურულია.

პროტესტი 20 წლის დონთი რაითის გარდაცვალებას მოჰყვა. პოლიციის განცხადებით, პოლიციელებმა საჭესთან მყოფი დონთი რაითი 11 აპრილს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ავტომობილიდან გადმოიყვანეს და დაკავების ორდერის შესაბამისად მისი დაპატიმრება სცადეს. მამაკაცი მანქანაში დაბრუნდა, რის შემდეგაც პოლიციელებმა მას ესროლეს. დონთი რაითმა ავტომობილის მართვა განაგრძო, სხვა ავტომობილს შეეჯახა და შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა