სერგეი ლავროვი - მოვუწოდებთ ყველა პასუხისმგებელ პირს, მათ შორის თურქეთს, გააანალიზონ სიტუაცია და არ წააქეზონ კიევის მუდმივი საომარი რიტორიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ყველა ქვეყანას, მათ შორის თურქეთს მოუწოდებს, კიევის მილიტარისტული განწყობის წახალისებაზე უარი თქვას. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პასუხისმგებელ პირს, რომელთანაც ურთიერთობა გვაქვს, მათ შორის თურქეთს, გააანალიზონ სიტუაცია და არ წააქეზონ კიევის მუდმივი საომარი რიტორიკა”, -განაცხადა ლავროვმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა 2014 წელი გაიხსენა, როდესაც, მისი თქმით, "არაკონსტიტუციური სახელმწიფო გადატრიალების" შემდეგ, კიევის ხელისუფლებამ "ზუსტად ამგვარი წახალისების გავლენის ქვეშ" განახორციელა აგრესია საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს