სეისმური მონიტორინგის ცენტრი - მიწისძვრის დაფიქსირებული ეპიცენტრის პირველადი მონაცემი აღმოჩნდა არასწორი - 2 პატარა მიწისძვრა  მოხდა ნორიოში

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა სეისმური მონიტინგის ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნავენ, რომ მეზობელი ქვეყნის სეისმური ქსელის, სასაზღვრო სადგურების გამო სისტემაში დაფიქსირდა ხარვეზი.

შესაბამისად დაფიქსირებული ეპიცენტრის პირველადი მონაცემი აღმოჩნდა არასწორი.

მათივე ინფორმაციით, მოხდა 2 პატარა მიწისძვრა მიყოლებით თბილისთან, ნორიოში.

თუმცა, მომხდარი მიწისძვრები თავისი სიძლიერით ძალიან პატარები იყო, ასეთი კლასის მიწისძვრები კი მათ ვებგვერდზე არ ქვეყნდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა