ილჰამ ალიევი - უცხოეთის ზოგიერთი ქვეყნის დედაქალაქებში ჩემი ჩამოგდების გეგმის დამუშავება მიმდინარეობდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ ზოგიერთი ქვეყნის დედაქალაქებში მიმდინარეობს გეგმის დამუშავება მისი ჩამოგდების შესახებ. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ წერს.

„ჩემს წინააღმდეგ იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. 2003 წელს ფრაქცია „სახალხო ფრონტს - მუსავათს“ აზადლიგის მოედანზე სურდა სამხედრო გადატრიალების ორგანიზება, მაგრამ ის ვერ განხორციელდა და ხალხმა მას მხარი არ დაუჭირა. 2005 წელს მათ სურდათ აზერბაიჯანში „ნარინჯისფერი რევოლუციის“ ორგანიზება. მათ უკვე ეკეთათ ნარინჯისფერი სახვევები. მოიტანეს ნარინჯისფერი კარვები. რა მიზანი ჰქონდათ? - ხელისუფლებაში მოეყვანათ მოღალატეები, ყარაბაღი სომხებისთვის გადაეცათ“ , - განაცხადა ალიევმა სამხედრო ალაფის პარკის გახსნაზე ბაქოში, სადაც იმ ტექნიკის დემონსტრირება მოხდა, რომლებიც სომხურ მხარეს ეკუთვნოდა ყარაბაღის ესკალაციის დროს.

ალიევის თქმით, უცხოეთის ზოგიერთი ქვეყნის დედაქალაქებში მიღებული იყო გადაწყვეტილება ალიევის ჩამოგდების შესახებ.

„იმ დროს მოდაში იყო ნარინჯისფერი რევოლუციები. ახლა ყველა ხედავს, რა მოუვიდა ამ რევოლუციებს. ქვეყნები სავალალო მდგომარეობაში არიან, არ შეუძლიათ კრიზისიდან გამოსვლა, ეს კრიზისი 15-17 წელია გრძელდება. ვეჭვობ, ეს ქვეყნები კრიზისიდან გამოვიდნენ“, - მიაჩნია ალიევს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა