საქართველოს თავდაცვის მინისტრი იაპონიის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა.

თავდაცვის მინისტრმა იმამურა აკირას ელჩად დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ იაპონელ დიპლომატს იაპონიის მხრიდან პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას იაპონიის საელჩოს პირველი მდივანი, იმანიში ტაკაო დაესწრო.

აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს