ზაზა წერეთელი - ისეთი ვაქცინის შემოტანა, რომლის ეფექტურობაზე ინფორმაცია არ არსებობს, ძალიან სარისკო ნაბიჯია ვაქცინაციის პროგრამისთვის

ჩინური ვაქცინის ეფექტურობის შესახებ არის მწირი ინფორმაცია, ასევე მისი გვერდითი მოვლენების შესახებ, - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა, ზაზა წერეთელმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

როგორც წერეთელი განმარტავს, 40 მილიონ დოზაზე მეტია „სინოფარმით“ აცრილი.

ხოლო გვერდითი მოვლენის არცერთი შემთხვევაც არ დაფიქსირებულა, რაც ცხადია ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.

„სინოფარმს“ რომელსაც ემირატები იყენებენ განაცხადეს, რომ შესაძლებელია ვაქცინის მესამე დოზა დასჭირდეთ, რადგან რამდენიმე შემთხვევაში ორმა დოზამ შედეგი არ მოიტანა. არსად არ გამოქვეყნებულა არანაირი ინფორმაცია, თუ როგორ მუშაობს ეს ვაქცინა და რა გვერდითი მოვლენები აქვს. 40 მილიონ დოზაზე მეტია „სინოფარმით“ აცრილი, ერთი შემთხვევაც არ დაფიქსირებულა გვერდითი მოვლენის. ცხადია ეს ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. ამიტომ ასეთი ვაქცინის შემოტანა, რომლის ეფექტურობაზე ინფორმაცია არ არსებობს, ვფიქრობ ძალიან სარისკო ნაბიჯია ვაქცინაციის პროგრამისთვის. პირველ რიგში, უნდა დაელოდონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დადგენილებას“, - განაცხადა ზაზა წერეთელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა