სანკტ-პეტერბურგში ხანძარს ერთი მეხანძრე ემსხვერპლა

სანკტ-პეტერბურგში „ნევსკის მანუფაქტურის“ შენობაში ძლიერ ხანძარს ერთი მეხანძრე ემსხვერპლა, ორი კი მძიმედ დაშავდა.

BBC-ის ინფორმაციით, დაშავებულები რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან.

გამოცემის ცნობით, ხანძარი 10 000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე გავრცელდა. ხანძრის გაჩენის დროს შენობაში 40 ადამიანი იმყოფებოდა, მაშველებმა მათი ევაკუაცია დროულად შეძლეს.

„ნევსკის მანუფაქტურა“, სადაც ბეწვეულს აწარმოებენ, 1841 წელსაა აშენებული. შენობას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს