კემბრიჯისა და სასექსის ჰერცოგებმა პრინცი ფილიპის ხსოვნას პატივი მიაგეს

კემბრიჯისა და სასექსის ჰერცოგებმა, უილიამმა და ჰარიმ პრინცი ფილიპის ხსოვნას პატივი მიაგეს.

„ბაბუაჩემი სიცოცხლის მანძილზე ერთგულად ემსახურებოდა ქვეყანას. მე ბედნიერი ვარ, რომ ის ყოველთვის ჩვენთან იყო როგორც კარგ, ასევე ცუდ დროს. მადლიერი ვარ, რომ ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი მასთან გავატარე“, - განაცხადა პრინცმა უილიამმა.

„ის ემახსოვრებათ როგორც პრინცი, რომელიც ქვეყანას საკმაოდ დიდხანს ემსახურა. ჩემთვის კი ის იქნება ბაბუა, რომელიც იყო ბარბექიუს სპეციალისტი და ლეგენდარული იუმორის მქონე. ის დედოფლის გვერდით 73 წლის განმავლობაში იდგა. მინდა მას მადლობა გადავუხადო ბებიის გვერდით ყოფნისთვის, ჩვენ ის ყოველთვის გვემხსოვრება. ის მეგანის, არჩის, ჩემი და ჩვენი მომავალი შვილის გულში ყოველთვის იქნება“,- განაცხადა ჰარიმ.

ედინბურგის ჰერცოგი, პრინცი ფილიპი 99 წლის ასაკში 9 აპრილს გარდაიცვალა. მას 17 აპრილს დაკრძალავენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა