ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მუსლიმ მოსახლეობას რამადანის დადგომას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მუსლიმ მოსახლეობას რამადანის თვის დადგომას ულოცავს.

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"საქართველოს ყველა მუსლიმ მოქალაქეს გულითადად გილოცავთ რამადანის თვის დადგომას და მის ღირსეულად, რწმენითა და მოთმინებით დასრულებას გისურვებთ.

მე ძალიან ვაფასებ თქვენს უდიდეს წვლილს ჩვენი საერთო სამშობლოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მისი მომავლის შენებაში. თქვენი თვითმყოფადი კულტურა და ტრადიციები ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, მისი მრავალფეროვნების განუყოფელი ნაწილია.

ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და მშვიდობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა