გივი მიქანაძე - „გირჩის“ 7 - პუნქტიანი გეგმის ნაწილი რთულად აღსაქმელია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გივი მიქანაძის განცხადებით, „გირჩის” მიერ შემოთავაზებული შვიდ პუნქტიანი გეგმის ნაწილი რთულად აღსაქმელია.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განმარტა, „გირჩთან“ კონსულტაციები იყო იმ პროცესებამდე, ვიდრე მედიაცია დაიწყებოდა. ასევე, პირველ და მეორე მედიაციის შორისაც.

„იყო კონსულტაციები იმაზე თუ „გირჩს“ რა სურდა, თუ რა წინადადებები ჰქონდათ იმისთვის, რომ პარლამენტში შემოსულიყვნენ. ჩვენ ღიად ვაცხადებდით, რომ „გირჩი“ არის ერთ-ერთი კონსტრუქციული ოპონენტი, რომელთანაც საუბარი ღიად მიმდინარეობდა. საბოლოო შეჯერებული პოზიცია დღემდე არ იყო გაცხადებული „გირჩის მხრიდან“.

ის შვიდ პუნქტიანი გეგმა, რომელიც წარმოდგენილია, ნაწილი მათგანი რთულად აღსაქმელია. რომ ავიღოთ მეშვიდე პუნქტი, მარიხუანის სრულფასოვანი ლეგალიზება. მე პირადად დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდის წევრები ამ საკითხს ვერ გაიზიარებენ. ასევე იმას, რომ იარაღის ტარების უფლება ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს.

რა თქმა უნდა, „გირჩი“ გვირჩევნია სხდომათა დარბაზში. გვირჩევნია, არა იმიტომ რომ, იქ „გირჩი“ იყოს, არამედ იმიტომ, რომ ამ ადამიანების უკან დგას კონკრეტული ადამიანები. ამომრჩევლები, რომლებმაც არჩევნებზე მხარი დაუჭირეს. ძალიან მაღალი ტრიბუნა არის პარლამენტი, რომელსაც აქტიურად იყენებენ „ევროპელი სოციალისტები“ და „მოქალაქეები“,- განაცხადა მიქანაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა