რუსეთი თურქეთთან ფრენებს დროებით წყვეტს

რუსეთი, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთთან საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვებს აწესებს, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ვიცე პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვა 15 აპრილს ამოქმედდება და 1-ელ ივნისამდე დარჩება ძალაში.

”მივიღეთ გადაწყვეტილება რუსეთის საერთაშორისო აეროპორტებიდან თურქეთის აეროპორტებში და პირიქით, რეგულარული და ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის შესახებ 15 აპრილიდან 1-ელი ივნისის ჩათვლით, გარდა იმ ფრენებისა, რომლებიც აუცილებელია ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში კომპანია Concern Titan-2-ის მონაწილეობისთვის და თურქეთში მყოფი რუსეთის მოქალაქეების ჩამოსაყვანად,”- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა და დასძინა, რომ მოსკოვიდან სტამბოლამდე და სტამბოლიდან მოსკოვამდე კვირაში მხოლოდ ორი რეისი დაიშვება.

გოლიკოვამ ასევე განაცხადა, რომ თურქეთის გარდა რუსეთი ავიამიმოსვლას ტანზანიასთანაც წყვეტს.

მისი განმარტებით, ტანზანიასა და თურქეთთან საჰაერო მიმოსვლა მაშინ განახლდება, როდესაც ამ ქვეყნებში ეპიდსიტუაცია სტაბილური გახდება.

იხილეთ ვიდეო:რუსეთი თურქეთთან ფრენებს დროებით წყვეტს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს