თურქეთში კორონავირუსის 54 500 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

თურქეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 54 500 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ქვეყანაში ბოლო 24 საათში დაღუპულთა რიცხვი 243-ით გაიზარდა.

თურქეთში, საერთო ჯამში, კოვიდ 19-ის 3.9 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 34 182 ადამიანი.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის ფაჰრეთინ კოჩას ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით კოვიდ-19 ახალი შემთხვევების 85% ე.წ. „ბრიტანულ ვარიანტზე“ მოდის. მისივე თქმით, რისკის რუკა აჩვენებს, რომ თურქეთის მოსახლეობის 80% ძალიან მაღალი რისკის მქონე ქალაქებში ცხოვრობს.

ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 14 იანვარს დაიწყო და დღემდე ვაქცინის პირველი დოზა 11.31 მილიონ, ორივე დოზა კი - დაახლოებით 7.64 მილიონ ადამიანს აქვს გაკეთებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა