იაპონია ფუკუშიმას ბირთვული სადგურიდან 1 მილიონ ტონაზე მეტი დაბინძურებული წყლის გაშვებას ზღვაში გეგმავს

იაპონია ფუკუშიმას განადგურებული ბირთვული სადგურიდან 1 მილიონ ტონაზე მეტი დაბინძურებული წყლის გაშვებას ზღვაში გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმციას Reuters-ი ავრცელებს.

მთავრობის განცხადებით, წყლის გაშვების სამუშაოები დაახლოებით ორ წელიწადში დაიწყება და მთელ პროცესს, სავარაუდოდ, ათწლეულები დასჭირდება.

იაპონიის პრემიერ-მინისტრის იოშიჰიდა სუგას განცხადებით, მთავრობამ გადაწყვიტა, ამ წყლის წყნარ ოკეანეში გაშვება "ყველაზე რეალისტური" ვარიანტია.

ბირთვული სადგურის ოპერატორი, Tokyo Electric Power-ი და მთავრობის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ გასაშვები წყლიდან რადიოაქტიური მასალის, ტრიტიუმის ამოღება, რომლის მცირე რაოდენობა მავნე არ არის, შეუძლებელია, მაგრამ სხვა რადიონუკლიდების დასაშვებ დონემდე შემცირება შესაძლებელია.

მედიის ინფორმაციით, იაპონიის მთავრობის გადაწყვეტილება დაბინძურებული წყლის ზღვაში გაშვებასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, მეზობელი სახელმწიფოებისა და ადგილობრივი მეთევზეების უკმაყოფილებას გამოიწვევს.

იხილეთ ვიდეო:იაპონია ფუკუშიმას ბირთვული სადგურიდან 1 მილიონ ტონაზე მეტი დაბინძურებული წყლის გაშვებას ზღვაში გეგმავს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა