ტაივანის თავდაცვის სამინისტრო - ჩვენს საჰაერო სივრცეში ჩინეთის რეკორდული რაოდენობის თვითმფრინავები შემოიჭრნენ

ტაივანის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მათ საჰაერო სივრცეში ჩინეთის სამხედრო საფრენი აპარატების „რეკორდული რაოდენობა“ შეიჭრა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 25 თვითმფრინავი, მათ შორის გამანადგურებლები და ბომბდამშენები, რომლებსაც ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლიათ, ტაივანის ე.წ. საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში დღეს შევიდნენ.

გუშინ, ინციდენტამდე ერთი დღით ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები შეშფოთებულია ტაივანის მიმართ ჩინეთის „მზარდი აგრესიული ქმედებებით”.

ცნობისათვის, პეკინი ტაივანს განიხილავს, როგორც თვითგამოცხადებულ პროვინციას. ამასთან, დემოკრატიული ტაივანი თავს სუვერენულ სახელმწიფოდ მიიჩნევს.

იხილეთ ვიდეო:ტაივანის თავდაცვის სამინისტრო - ჩვენს საჰაერო სივრცეში ჩინეთის რეკორდული რაოდენობის თვითმფრინავები შემოიჭრნენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა