დმიტრი კულება - მადლობას ვეტყვით ნატო-ს იმ ვერბალური სიგნალებისთვის, რაც გაჟღერდა, მაგრამ ასევე ვისაუბრებთ ძალიან კონკრეტულ საკითხებზე

უკრაინა ახდენს საერთაშორისო პარტნიორების მობილიზებას რუსეთისთვის სიგნალების გადასაცემად, რათა ხელი შეუშალოს მას შემდგომი შეიარაღებული ესკალაციის განხორციელებაში, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ განაცხადა.

მისი თქმით, ამავდროულად, განიხილება პრაქტიკული ნაბიჯები ფართომასშტაბიანი შეიარაღებული გამწვავების შემთხვევაში.

„ჩვენ ახლა იმ ფაზაში ვართ, როდესაც ვერბალური სიგნალები რუსეთში ყველა არხის საშუალებით მაქსიმალურად უნდა იყოს გადაცემული, გერმანია და საფრანგეთი აგზავნიან ამ სიგნალებს - თქვენ ნახეთ გერმანიის კანცლერის განცხადება პუტინთან საუბრის შემდეგ. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, ყველა მათგანის მაქსიმალურად მობილიზება. მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ შეიძლება დადგეს ფაზა, როდესაც შეშფოთების გამოხატვა და სიტყვიერი მიმართა რუსეთისთვის საკმარისი აღარ იქნება. ამიტომ, ახლა გვჭირდება საუბარი იმის შესახებ, როგორი სახის პრაქტიკული დახმარება შეიძლება ჰქონდეს უკრაინას, ყველაფერს ვაკეთებთ ამის აღსაკვეთად, მაგრამ ფართომასშტაბიანი შეიარაღებული გამწვავების შემთხვევაში. ჩემი ვიზიტი ბრიუსელში დაკავშირებულია ზუსტად ამასთან. ჩვენ მადლობას ვეტყვით ნატი-ს იმ ვერბალური სიგნალებისთვის, რაც გაჟღერდა, მაგრამ ასევე ვისაუბრებთ ძალიან კონკრეტულ საკითხებზე,“ -აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

უკრაინის საგარეო მინისტრი დმიტრი კულება და ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დღეს ბრიუსელში, ალიანსის შტაბბინაში შეხვედრას გამართავენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა