ზაალ უდუმაშვილი - ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები

ნებისმიერ შემთხვევაში, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და მას მოსამართლესთან არანაირი კვაშირი არ აქვს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გადასინჯვაზე უნდა იმსჯელონ.

ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, დღევანდელ მოსალოდნელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პროგნოზი არ აქვს.

„დატოვებენ ნიკა მელიას თუ გაათავისუფლებენ სასამართლო დარბაზიდან, ორივე შემთხვევაში ეს იქნება სიგნალი არამხოლოდ ოპოზიციისთვის, არამედ საზოგადოებისთვის, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის იმის შესახებ, აპირებს თუ არა ხელისუფლება ჩვენთან ერთად რეალურად დაძლიოს ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი.

პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა იმის, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები, გადავდგათ ნაბიჯები და დავძლიოთ ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. რაც შეეხება მორიგ რაუნდს, მისი გამართვის გადაწყვეტილება ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ეს არის დამოკიდებული მედიატორებზე, დასავლელ პარტნიორებზე და რა თქმა უნდა, დამოკიდებულია ხელისუფლებაზე, რამდენადაა ის მზად იმისთვის, რომ პოზიციები დაახლოვდეს. როცა მოლაპარაკების მაგიდასთან იმყოფები, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც და მეორე მხარესაც მოუწევს კომპრომისი, მაგრამ ეს უნდა იყოს ორივე მხრიდან, მზადყოფნა უნდა იყოს ორმხრივი და არ უნდა იყოს ცალხმრივი. ამიტომ ბუნებრივია, თუ მოლაპარაკებები სრულფასოვნად წარიმართება და „ქართული ოცნება“ მზად იქნება, რომ მოლაპარაკებებში დაძლიოს ძალაუფლების წყურვილი, რომელიც გააჩნია და რეალურად მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას, ბუნებრივია კომპრომისები შეიძლება იყოს ორივე მხრიდან და ამას გვიჩვენებს მოლაპარაკების პროცესი“,- განაცხადა უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე სასამართლო მელიას მიმართ შეფარდებულ აღკვეთ ღონისძიებას - პატიმრობას გადასინჯავს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ევროკრედიტსა და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, თბილისსა და ქუთაისში „მამების სკოლა“ იხსნება
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ბინა გათამაშდა
კარაგანდაში შპს „ქაზ კარბონის“კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა