დონბასში კიდევ ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა

რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა, 13 აპრილის დილის 7:00 საათის მონაცემებით, დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 3-ჯერ დაარღვიეს - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის დილის მოხსენებაშია აღნიშნული.

შტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი 82 მმ კალიბრის ნაღმმტყორცნებიდან გახსნეს. ამასთან, უკრაინული სამხედრო დანაყოფების მიმართულებით ყუმბარები ისროლეს. „ამის შედეგად ერთმა სამხედრო მოსამსახურემ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო. დაშავდა კიდევ ორი სამხედრო”, - ნათქვამია შტაბის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

იხილეთ ვიდეო:დონბასში კიდევ ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა