პაატა მანჯგალაძის განცხადებით, თუ ნიკა მელია პატიმრობიდან გათავისუფლდება, ეს სწორი პოლიტიკური ნაბიჯი იქნება

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, თუკი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პატიმრობიდან გათავისუფლდება, ეს სწორი პოლიტიკური ნაბიჯი იქნება. მისი თქმით, მელიას დაკავება უგუნურება იყო.

„ჩვენ ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ ერთპარტიული მმართველობის პირობებში სასამართლო ან პროკურატურა პოლიტიკისგან დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას იღებს. ნიკა მელიას დაკავების მოტივაცია იყო პოლიტიკური და გათავისუფლებაც პოლიტიკური იქნება, მაგრამ ამ პოლიტიკურშიც არის ორი მიმართულება, ერთი არის საღი პოლიტიკური და მეორე - უგუნურება. მე მჯერა, რომ დაკავება იყო უგუნურება, თუ გაათავისუფლებენ მელიას სწორი პოლიტიკური ნაბიჯი იქნება ",- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა