ანრი ოხანაშვილი - მოლაპარაკების მაგიდაზე წარმოდგენილ დოკუმენტზე, შესაბამისი დაზუსტებების გაკეთებით, ხელმოსაწერად მზად ვიყავით

მოლაპარაკების მაგიდაზე წარმოდგენილ დოკუმენტზე, შესაბამისი დაზუსტებების გაკეთებით, ხელმოსაწერად მზად ვიყავით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების" დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.

ოხანაშვილის თქმით, ის რომ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნების და რურუას საკითხი არ აღმოჩნდა, ეს ოპოზიციური ჯგუფებისთვის როგორც ევროკავშირისთვის, ასევე აშშ-სთვის და მმართველი პარტიისთვის ბოიკოტის გამოცხადების საფუძველი გახდა.

„ჩვენ მოლაპარაკების მაგიდაზე კონკრეტული, ძალიან სამართლიანი შეთავაზებები დავდეთ. ამ შეთავაზებების გადახედვის საფუძველი არ არსებობს. მზად ვართ, მის გარშემო გავაგრძელოთ მსჯელობა, თუკი ეს ვინმეს სურს. ", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა