ინდოეთში კორონავირუსის 161 736 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია მსოფლიოში

ინდოეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 161 736 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 13.69 მილიონამდე გაიზარდა, - შესაბამის ინფორმაციას ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ინდოეთში ბოლო 24 საათში დაფიქსირებული შემთხვევების რიცხვი ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია მსოფლიოში.

ამასთან, კოვიდ 19-ს ინდოეთში კიდევ 879 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვი 171 058-მდე გაიზარდა.

ინდოეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა მოსახლეობის დაახლოებით 7 პროცენტს აქვს გაკეთებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო