გიგა ბოკერია - ნიკა  მელიას გათავისუფლება აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი პირობაა იმისათვის, რომ დაიწყოს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა

ნიკა მელიას გათავისუფლება აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი პირობაა იმისათვის, რომ დაიწყოს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯომარე გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

გიგა ბოკერიას განმარტებით, სანამ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ციხეში ზის, „ასეთ სამარცხვინო საქმეზე, ასეთ სამარცხვინო გარემოებებში, ეს არის ყველაზე მსხვილი საკითხი“.

„მაგრამ ნიკა მელიას რომ გაუშვებენ, ამის შედეგად ვადამდელი არჩევნების, გიორგი რურუას გათავისუფლების და პოლიტიკური დევნის გაჩერების გარეშე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა მაინც ვერ მოხდება. ამიტომ, ჩვენი ამოცანა რჩება იგივე და უცვლელი. ეს არის მელიას, რურუას გათავისუფლება და ყველა იმ პუნქტის შესრულება, რომელიც პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტშია მოცემული და იქ გამხსნელი პუნქტი არის ვადამდელი არჩევნებისკენ სვლა, ცვლილება საარჩევნო სისტემისა და ადმინისტრაციის. ამ ყველაფრის შესრულება არის აუცილებელი იმისათვის, რომ დავიწყოთ კრიზისიდან გამოსვლა“, - აცხადებს ბოკერია.

რაც შეეხება იმას, თუ რა მოლოდინი აქვს, გაათავისუფლებს თუ არა მელიას სასამართლო, ბოკერია განმარტავს, რომ ვერანაირ პროგნოზს ვერ გააკეთებს.

„პატიმრობის 2 -თვიანი ვადა 17 რიცხვში გადის. ვერ გამოვრიცხავ, რომ დღესვე იმსჯელოს. თუ ივანიშვილს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული და გაცნობიერებული, რომ მელიას ციხეში დატოვებით შეუძლებელი იქნება მისი პობლემების მოხსნა, შეიძლება დღესვე იმსჯელოს (სასამართლომ), მაგრამ ამ ფორმაში მყოფი რეჟიმის საქციელზე ვერანაირ პროგნოზს ვერ გავაკეთებ“, - აცხადებს ბოკერია.

მისი თქმით, ყველა შემთხვებაში მელიას გათავისუფლება კარგი იქნება.

„მაგრამ მისი გამოშვება არის მხოლოდ ერთი ნაბიჯი კრიზისის განმუტვის დასაწყებად. საჭიროა ყველა იმ ნაბიჯის გადადგმა, რომელიც მოცემულია ჩვენს ხედვაში, მათ შორის, ვადამდელ არჩევნებზე შეთანხმება“, - განაცხადა ბოკერიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა